BMW გეგმავს, რომ 2025 წლისათვის, თავის ხაზში, 25 სრულად ელექტრო ავტომობილი ყავდეს. მან უკვე წარმოადგინა ორი ახალი მოდელი უნივერსალი iX-სა და i4 სედანი.
i4-ს ელექტრო ძრავი 530 ცხენისძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კილომეტრ-საათამდე ასაჩქარებლად 4 წამი სჭირდება.
BMW გვპირდება, რომ i4 ერთი სრული დატენვით 480 კილომეტრის გავლას შეძლებს, ეს კი სრულად საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოში დიდ ქალაქებამდე ერთი დატენვით ჩავიდეთ ამავე მანძილის გავლას შეძლებს BMW-ს მომავალი უნივერსალიც.
ტესლასთან შედარებით ეს მანძილი შეიძლება გეცოტავოთ, თუმცა BMW-ს მიერ შემოთავაზებული რიცხვები მაინც აღემატება Audi e-tron GT-სა და Porsche Taycan-ის შესაძლებლობებს.
“სპორტული დიზაინით, ინდუსტრიაში საუკეთესო მართვადობითა და ნულოვანი გამონაბოლქვით, i4 ნამდვილი ბავარიელია. მისი დამსახურებით BMW-ს გული ელექტრონულად ცემს” — განაცხადა BMW-ს ბორდის წევრმა, პიტერ ნოტამ.
ჯერ უცნობია თუ რა ეღირება BMW-ს ახალი სედანი. მისი გამოსვლა წლის ბოლოსათვისაა დაგეგმილი, შესაბამისად დამატებით ინფორმაციას ზაფხულისათვის უნდა ველოდოთ.
BMW ix Official Video
BMW iX and BMW i4.