გენური ინჟინერიით გულის შეტევების რისკის შემცირებას გეგმავენ

 

გულის შეტევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის რამდენიმე ტიპი არსებობს, ისინი ძვირი და ბევრი ადამიანისთვის მიუწვდომელია. ამის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელს გააფრთხილა საზოგადოება, რომ გულის დაავადებების რიცხვი კვლავ იზრდება.

Verve Therapeutics-ის განცხადებით, შესაძლოა, ამაში ადამიანის გენომის გადაკეთება დაგვეხმაროს, რათა ორგანიზმში საზიანო ქოლესტერინი ნაკლებად დაგროვდეს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სეკარ კატირესანი, ამბობს, იგი ქმნის საშუალებას, რომელიც გულის დაავადების პრობლემის სამუდამოდ გადაჭრაში დაეხმარება მედიცინას — ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი არსებობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Verve Therapeutics-ს Google Ventures აფინანსებს, მის დამფუძნებელთა შორის კი ჰარვარდის პროფესორები და არაერთი ჯილდოს მფლობელი ექსპერტები არიან.

გენის რედაქტირების ტექნიკას თავდაპირველად გამოცდიან ადამიანებზე, რომლებმაც მემკვიდრეობითი დაავადების გამო უკვე გადაიტანეს გულის შეტევა. Verve დნმ-ის რედაქტირების CRISPR ტექნოლოგიას იყენებს. თუკი ტესტირების ეს ეტაპი წარმატებით ჩაივლის, კომპანია მეთოდს უფრო დიდ ჯგუფზე გამოცდის.

წყარო: ipn.ge