Counter Strike-ის ახალი ნაწილი გამოვიდა

 

Counter-Strike 2 ოფიციალურად გამოვიდა! ტაქტიკური შუთერი ახალ ერას იწყებს. Valve-მ თამაში შეზღუდულ სატესტო რეჟიმში ჯერ კიდევ მარტში გამოუშვა, მას შემდეგ კი CS2-ის ზუსტი გამოსვლის თარიღი უცნობი იყო.

Counter-Strike 2 Valve’s Source 2 ძრავზეა დაფუძნებული, გაუმჯობესებულია ინტერფეისი და განახლებულია Community Workshop ინსტრუმენტები. თამაშის გადმოწერა Steam-ის პლატფორმიდანაა შესაძლებელი (მეხსიერება 27 GB). აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ელემენტი, რომლებიც გეიმერებს CS:GO-ში ჰქონდათ შეგროვებული, ახალ თამაშში გადმოყვებათ.
იმის გათვალისწინებით, რომ თამაშში ბევრი ახალი სკინი ანუ ვირტუალური ნივთია, მის შესაძენად მოთამაშეებმა საკმაოდ ბევრი თანხა დახარჯეს – თამაშის გამოსვლიდან 40 წუთში Case Openings-იდან Valve-მ 40 მილიონი დოლარი გამოიმუ

CS:GO-ს 11-წლიანი დომინაცია დასრულდა. თამაშმა eSports-ის სცენებზე მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა და გეიმინგის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ახლა კი ასპარეზზე Counter-Strike 2 გამოდის – ახალი რეჟიმებითა და შესაძლებლობებით, ამ მოვლენით თანამედროვე კიბერსპორტი ახალ ეტაპზე გადავიდა

წყარო: bm.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *