liza.ge (გავიხსენოთ ისტორია)

XX საუკუნის მიწურულს, როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო და უფრო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ვიდრე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილს, ხოლო ბევრისთვის საერთოდაც, გაუგებარი იყო მისი დანიშნულება, ონლაინ სივრცესთან კონტაქტი საკმაოდ იშვიათი სიამოვნება გახლდათ. ინტერნეტზე წვდომისთვის აუცილებელი იყო სპეციალური (არც ისე ხელმისაწვდომი)  ინტერნეტბარათის შეძენა და მისი სატელეკომუნიკაციო ქსელთან მიერთებული პერსონალური კომპიუტერის საშუალებით გამოყენება. ბარათზე დარიცხული იყო ინტერნეტით სარგებლობის ლიმიტირებული წუთების რაოდენობა, რომელიც ანგარიშმიუცემლად იხარჯებოდა იმის მიუხედავად, დაბალი სიჩქარის გამო საიტზე შევედით, თუ ვერა. ამავდროულად, არ არსებობდა Google, Facebook და იმ საკომუნიკაციო საშუალებების 99%-ზე მეტი, რითაც დღეს აქტიურად ვსარგებლობთ. თუმცა, იყვნენ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც სამსახურის სერვერიდან ახერხებდნენ ინტერნეტში შესვლას და ქართულ საიტებს სტუმრობდნენ გასართობად თუ საკომუნიკაციოდ. სწორედ ასეთ დროს, ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა გასართობი ინტერნეტ პორტალი Liza.ge, რომელიც რადიოწამყვანმა ლიზა ვადაჭკორიამ შექმნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *