.ge ზედა დონის ეროვნული დომენი

.ge — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.

აღნიშნული დომენური სახელები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის (შეუზღუდავად) ან უცხოური დაწესებულებისთვის, წარმომადგენლის მეშვეობით (მხოლოდ ერთი დომენი თითოეულ რეგისტრანტზე). აგრეთვე, ხელმისაწვდომია მოცემული ქვედომენები, ცალკეული სახის რეგისტრანტებისთვის:

  • .com.ge — მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისთვის
  • .edu.ge — მხოლოდ უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
  • .school.ge — მხოლოდ სკოლებისთვის
  • .gov.ge — მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის
  • .org.ge — მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
  • .mil.ge — მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისთვის (იყენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც)
  • .net.ge — მხოლოდ ქსელებთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის
  • .pvt.ge — მხოლოდ კერძო პირებისთვის
  • ge დომენის განკარგვის უფლებამოსილება, 1992 წელს გადაეცა ქართულ ინტერნეტ-მომწოდებელს „სანეტს“. 2006 წელს კი „კავკასუს ონლაინი“, რომელიც შეიქმნა სამი კომპანიის (მათ შორის „სანეტის“) გაერთიანების საფუძველზე, გახდა .ge დომენის ფინანსური უზრუნველმყოფი. სარეგისტრაციო მომსახურება თავდაპირველად გაეშვა არამომგებიანი ორგანიზაციის, „ინტერნეტის განვითარების ჯგუფი – საქართველოს“ მეშვეობით, თუმცა „კავკასუს ონლაინის“ შემოსვლის შემდეგ, მმართველობითი და სარეგისტრაციო მომსახურების წარმართვა, მას მიენიჭა ექსკლუზიური უფლებით. 2014 წლიდან კი .gov.ge ქვედომენის განკარგვის უფლება გადაეცა „სმართ ლოჯიქს“, რომელიც არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ.

 

*მასალა ვიკიპედიიდან არის აღებული