Google-ის პროექტი სახელად Green Light-ი უკვე აშშ-სა და ევროპის 12 ქალაქში მუშაობს.
შუქნიშნები არამხოლოდ მძღოლების გაღიზიანებას იწვევს, არამედ გარემოსაც აბინძურებს. ტექნოლოგიური გიგანტი – Google-ი – Google Maps-ის ინფორმაციებზე დაყრდნობითა და სხვა ალგორითმების დახმარებით ორივე პრობლემას მოაგვარებს. კომპანია გვპირდება, რომ ახალი შუქნიშნები ინფრასტრუქტურას ეფექტურად დაარეგულირებს.
ხელოვნური ინტელექტი მხედველობაში გზის სტრუქტურას, შუქნიშნის ნიმუშებს, ნათურების ანთების გეგმასა და Google Maps-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იღებს და ამუშავებს. შემდეგ კი გზის ნაკადის ინჟინრებისთვის იმ რეკომენდაციას გასცემს, რომლის დახმარებითაც შუქნიშნებზე წითელი ნათურა მაქსიმალურად ეფექტურად ინთება. საქმე იმაშია, ამას ხელოვნური ინტელექტი არა რომელიმე ერთი შუქნიშნისათვის აკეთებს, არამედ ის ქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა შუქნიშნის ჯაჭვს ქმნის.
სისტემა ამ ეტაპისთვის ძვირადღირებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია მუშაობას აგრძელებს. მათი მიზანი ამ ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია და ფართო მასშტაბებით დანერგვაა.
რა გავლენა ექნება Google-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე, იგივე AI (Artificial Intelligence), შუქნიშნებს?
კვლევების მიხედვით, ქალაქებში გზაჯვარედინებზე დაბინძურება 29-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ღია გზებზე. დაბინძურების ნახევარი გზაჯვარედინზე გაჩერებულ ავტომობილებზე მოდის. Google-ის მიხედვით, მათი შუქნიშნები გაჩერების პოტენციურ შანსს 30%-ით, ხოლო გამონაბოლქვს 10%-ით ამცირებს.
Google Green Light-ის პროექტის უკვე 12 ქალაქში მუშაობს და თვეში 30 მილიონი ავტომობილის გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. კომპანიაში გეგმავენ, რომ ტექნოლოგია 2024 წლისთვის კიდევ უფრო გაავრცელონ.
Leave a Reply